Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან ჟორჟოლიანი - EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას

პოლიტიკა
101
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი - EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს EPC-ის სამიტში. აღნიშნულ სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ევროპაში არსებობს, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე, აღნიშნული შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ ეფექტს ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. ასევე, საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებას და ნარკოტიკებთან ბრძოლას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შეუერთდება განცხადებას. სამიტის ფარგლებში, საქართველო ასევე შეუერთდება უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები