Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან ჟორჟოლიანი - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება

პოლიტიკა
324
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება

პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მას ჰქონდა საშუალება, სიტყვით მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის.

"პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი და შესაბამისად, გამოითქვა სურვილი, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყო სიტყვით და მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის და ესაუბრა მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები