Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
226
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.

განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები