ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მადიარი – გაეროს განადგურება თუ გსურთ, მაშინ მის გენერალურ მდივნად ორბანი დანიშნეთ

ავტორი
Frontnews საქართველო
გაეროს ხელმძღვანელი არ უნდა გახდეს ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გაძარცვა და უნგრეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად აქცია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით განაცხადა.
"გაეროს შესახებ ბევრი ცუდი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ვინმეს მისი გაუქმება სურდეს. თუ გაეროს განადგურება გსურთ, მაშინ ორბანი დანიშნეთ. მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს“, – განაცხადა მადიარმა.
"უოლ სთრით ჯორნალმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს. გამოცემის ცნობით, მის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც ემხრობიან.
თაგები:
პეტერ მადიარი




