ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა.
მისივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




