Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
176
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

"შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები