Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მაკა ბოჭორიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

პოლიტიკა
683
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებსა და ბიზნესწრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრა, ბიზნესფორუმი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები