Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
155
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები