Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) გაცნობითი შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
61
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიეტნამის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები