ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ავტორი
Frontnews საქართველო
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
"ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო შვეიცარიის ეუთოს თავმჯდომარეობასა და ორგანიზაციის როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




