ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მალგოჟატა გოშევსკა - კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს

ავტორი
Frontnews საქართველო
დროა, დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესწრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რუსული გავლენისკენ ტრიალდება.
“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს, მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან.
ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.
საქართველომ თავისი კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლის და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.
დროა, დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესწრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას“, - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.
თაგები:
მალგოჟატა გოშევსკა




