Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თითოეულს მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

სამართალი
704
Frontnews
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თითოეულს მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

მათ გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც. აღნიშნულ საქმეზე პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები