ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.
მისივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. დაისახა სამომავლო გეგმები პრიორიტეტების განსაზღვრასთან, საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




