Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მარინა კალიურანდი – არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის

პოლიტიკა
1279
Frontnews
მარინა კალიურანდი – არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის

დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის არ არსებობს გამართლება, იქნება ეს ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციონერი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

 

“უკვე განვაცხადე, რომ არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის. დიახ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები სასამართლო დადგენილებით, სამართლებრივი დევნისას, მაგრამ ეს ტერორისტებისა და კრიმინალების მიმართ ხორციელდება. არ არსებობს არავითარი გამართლება ვინმეზე ჯაშუშობის გამო, იქნება ეს ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციონერი. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და შესაბამისი რეაგირება ექნება ამ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბელგიაში“, – განაცხადა კალიურანდმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები