Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

საზოგადოება
47
Frontnews
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მეუფის თქმით, სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

"მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!

სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!”, - წერს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ქადაგებისას ხელისუფლებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "დღეს ხელისუფლება ურწმუნოა" და მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა. აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ლაშა ნაცვლიშვილი და მეუფის მისამართით შეიგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები