Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მარნეულში თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალი
321
Frontnews
მარნეულში თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა.

დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები