ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მარტა კოსი - საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის.
"საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების. ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, - განაცხადა მარტა კოსმა.
ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენა მიმდინარეობს.
თაგები:
მარტა კოსი




