ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მარტა კოსი - მინდა იცოდეთ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის

ავტორი
Frontnews საქართველო
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც კოსი აღნიშნავს, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.
„მუსიკალურ ნაწარმოებს შეუძლია, ერის ისტორია გვიამბოს. ჩემთვის სწორედ ესაა ქართული მრავალხმიანი სიმღერა. სხვადასხვა ხმები, თითოეული უნიკალური, ერთიანდება მშვენიერი ჰარმონიის შესაქმნელად. ევროპასაც სწორად ასე ვხედავ.
საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს, საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს. ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ ევროპის დღე განაგრძობს მოგზაურობას საქართველოს გარშემო და 10 ოქტომბერს კახეთს ეწვევა.
ევროკავშირი მხოლოდ გეოგრაფიით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავენ ადამიანები, განსხვავებული ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს და ესმით, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ევროკავშირი არის იმედი. ევროპის დღე კახეთში გააერთიანებს საზოგადოებას, წარმოაჩენს იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს და შეგვახსენებს, რომ საქართველოს მომავალს მისი ხალხი ქმნის. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ამ დღით და იზეიმებთ ყველაფერს, რაც საქართველოსა და ევროკავშირს აკავშირებთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.
თაგები:
მარტა კოსი




