ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მედიის ცნობით, რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ფონზე მოსკოვმა დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე სულ მცირე 21 დარტყმა განახორციელა. თავდასხმებმა რუსეთის რეგიონებში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია.
მანამდე რუსეთი მსოფლიოში დიზელის საწვავის მიწოდების დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფდა.
რუსეთმა ექსპორტის შეზღუდვა თავდაპირველად ივლისის დასაწყისში დროებითი ღონისძიების სახით შემოიღო, შემდეგ კი მისი მოქმედება აგვისტოს ბოლომდე გაახანგრძლივა.
თაგები:
რუსეთი




