Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს 

მსოფლიო
550
Frontnews
მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს 

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი 2 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები მალე გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სესიას მოქმედი პრეზიდენტის მეუღლე უხელმძღვანელებს.

მელანია ტრამპის გამოსვლა ფოკუსირებული იქნება განათლების როლზე მსოფლიოში ტოლერანტობისა და მშვიდობის ხელშეწყობაში.

"ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მსოფლიო ლიდერის მეუღლე უხელმძღვანელებს 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს სხდომას", - აღნიშნა გაეროს წარმომადგენელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები