Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მექსიკაში ციხეზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსოფლიო
1027
Frontnews
მექსიკაში ციხეზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკაში, ჩიუაუას შტატში, სიუდად ხუარესის მე-3 ციხეს უცნობი პირები თავს დაესხნენ, შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Telemundo ავრცელებს.

 

ინციდენტი პირველი იანვრის დილას მოხდა. უცნობი პირები საპატიმროსთან ჯავშანტრანსპორტიორებით მივიდნენ და მცველებს ცეცხლი გაუხსნეს. სამხედროებმა და პოლიციამ სიტუაციის კონტროლი რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

 

დაღუპულთა შორის 10 ციხის მცველია, ოთხი პატიმარი. დაშავდა კიდევ 13 ადამიანი. სულ მცირე 24 პატიმარმა გაქცევა შეძლო.

 

პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, თავდამსხმელთაგან ორი ​​დაიღუპა. 

 

პოლიცია ადგენს, რომელი კრიმინალური დაჯგუფებაა პასუხისმგებელი თავდასხმაზე.

თაგები:

მექსიკა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები