Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსოფლიო
583
Frontnews
მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს სულ მცირე, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 29.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტთა დაკავების ცენტრში, მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნაწილში ცეცხლის გაჩენის დროს 68 მამაკაცი იმყოფებოდა. 

 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია

 

მექსიკაში, საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.  საკონსულოს ცნობით, კონტაქტზე რჩებიან მექსიკის შესაბამის უწყებებთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები