Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნესი-ეკონომიკა
113
Frontnews
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროგრამის 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო და ამჯერად საკუთარი ბიზნესის ან იდეის განვითარების შესაძლებლობა კახეთში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს ეძლევათ. 

22-ე ნაკადის ამჯერად თელავში გაიმართება, სადაც მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს გაივლიან. 

ინიციატივა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამა ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კონტაქტები საკუთარ რეგიონშივე მიიღონ.

პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. მონაწილეები ჩაერთვებიან პირისპირ სწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ.

პროგრამა მონაწილეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, პროფესიული ქსელი გაიფართოონ, ახალი საქმიანი კონტაქტები შეიძინონ და საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 400-მდე მეწარმე ქალმა მიიღო.  

22-ე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს.

(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები