ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს ქალაქ ანტალიაში შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
მიხეილ ყაველაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




