ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად წირვას ესწრებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700-ე წელს შესრულდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




