ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი ლატვიაში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას.
მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




