Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - "სოფიკო 90" დაესწრო

პოლიტიკა
388
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - "სოფიკო 90" დაესწრო

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწრო.

ღონისძიება ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების გამორჩეულ ეპიზოდებს აერთიანებდა.

საღამოზე, რომლის რეჟისორი ნიკუშა შენგელაია იყო, მუსიკალურ ნომრებს შორის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი გზისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.

სოფიკო ჭიაურელმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. მის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეები ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი შემოქმედება აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები