ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი - თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით, სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 18 წლისთავთან დაკავშირებით შინდისში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.
მან შინდისის ბრძოლას ქართულ სამხედრო ისტორიაში გმირობის გამორჩეული მაგალითი უწოდა და განაცხადა, რომ ამ მებრძოლების სიმტკიცემ და თავგანწირვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელი სული.
"თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით. სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია. მათ ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს. თავიანთი ვაჟკაცობითა და სულისკვეთებით დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი გაუტეხელია და არასდროს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილი შინდისის გმირების მშობლებსაც შეხვდა და ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, შინდისის გმირების ხსოვნა მხოლოდ წარსულისადმი პატივისცემას არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია მათი თავდადება და ის ღირებულებები, რასაც სიცოცხლე შესწირეს, მომავალ თაობებს გადაეცეს და ქართული საზოგადოების ისტორიული მეხსიერების განუყოფელ ნაწილად დარჩეს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




