ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
"საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




