ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო ლიდერებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა უმასპინძლეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე საათში მიხეილ ყაველაშვილის კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




