ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლუკა ეხვაია, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ნუგზარ უბერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ნუგზარ უბერს მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული პედიატრიის და სამედიცინო განათლების განვითარებაში.
თაგები:
ნუგზარ უბერი




