ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან ერთად კახეთში ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დაათვალიერა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზეთისხილის ბაღები და საწარმო დაათვალიერა, გაეცნო ზეთისხილის მოყვანის, მოსავლის აღებისა და ზეთის წარმოების სრულ ციკლს.
ყურადღება დაეთმო ზეთისხილის წარმოების განვითარების პერსპექტივებს, ქართული აგროპროდუქციის ხარისხის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
ქართული აგროწარმოების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებისა და ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




