Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ ყაველაშვილი – მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო, მივიღებთ ამ კანონს, ხალხი მხარს დაგვიჭერს

პოლიტიკა
1524
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი – მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო, მივიღებთ ამ კანონს, ხალხი მხარს დაგვიჭერს

მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო. მივიღებთ ამ კანონს და აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს, – ამის შესახებ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე “ხალხის ძალის” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს “ზრდილობიანად მიმართვისკენ” მოუწოდა.

 

“შეურაცხყოფას მაყენებ, რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს. რომელი ხალხის სახელით მელაპარაკები, ერთი პროცენტიც არ გაქვს. მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო. მივიღებთ ამ კანონს და აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს. თქვენ არ გიჭერთ ხალხი მხარს. ნუ მელაპარაკებით ხალხის სახელით და ზრდილობიანად მომმართეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები