Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე

პოლიტიკა
204
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე

უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.

რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი - ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!

ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.

და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები