Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

პოლიტიკა
389
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი. 

 

ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების თქმით,  მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე სიტყვით წარდგება და მის მიმართ წარდგენილ “ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ჩამოხსნის ნიღაბს”.

 

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან. ამასთან, ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები