Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების

პოლიტიკა
85
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების

ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს 2-ჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში, მათ შორის ერთხელ ტელეკამერით და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო.

"ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო. 2-ჯერ ამავე თემაზე ივანიშვილმა ბაჩოს შეუგზავნა ჩუბინიძე და ორივე, ღარიბაშვილიც და ჩუბინიძეც ერთმანეთს ასწრებდნენ აქტიურობაში.

ეს, რა თქმა უნდა, გამორჩა საზოგადოებას, სამაგიეროდ ტირაჟირებენ „წერილით ნაწამები” ღარიბაშვილის გოდებას, რამაც დამაფიქრა იმაზე, რომ „ქოცები“ არიან ბუნებით ისტერიული ინტრიგანები. თვითონ რეებს ჩადიოდა, თუნდაც ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის გაყვანა რად ღირს და ამასობაში, ყველა მცირე დეტალიც კი დიდ უსამართლობად წარმოგვიდგინა.

ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია ამ სისულელეს არავინ აიტაცებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები