ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ სარჯველაძე - ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

ავტორი
Frontnews საქართველო
"ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. თითოეული მათგანი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
"ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




