Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
84
Frontnews
მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ მირატბერდი გაიპოვს უწყების საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები გააცნო. მინისტრების შეხვედრისას, საუბარი შეეხო როგორც ჯანმრთელობის, ისე - სოციალური დაცვის მიმართულებებს.

მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თურქმენეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი პარტნიორობის გაძლიერების დასტურია.

მიხეილ სარჯველაძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა მირატბერდი გაიპოვმაც.

შეხვედრაზე, მინისტრებმა, სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები