Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიტროპოლიტ აბრაამს სიონის ტაძრის ეზოში 1 დეკემბერს დაკრძალავენ

საზოგადოება
228
Frontnews
მიტროპოლიტ აბრაამს სიონის ტაძრის ეზოში 1 დეკემბერს დაკრძალავენ

მიტროპოლიტ აბრაამს სიონის ტაძრის ეზოში 1 დეკემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

საპატრიარქოს ცნობით, პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.

ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს.  

დაიკრძალება 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები