მოსკოვი და ლენინგრადის ოლქი დრონების თავდასხმის ქვეშ - უსტ-ლუგას პორტში მასშტაბური ხანძარია

ავტორი
Front News საქართველო
14 აგვისტოს ღამეს და დღეს დილით მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონებით თავდასხმა 23:44 საათიდან დაიწყო და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდეს. 06:00 საათზე სობიანინი წერს, რომ უკვე 10 დრონი ჩამოაგდეს.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ოლქზე თავდასხმა 02:53 საათზე დაიწყო და 06:21 საათისთვის "51 დრონი უკვე ჩამოგდებულია".
"ზიანი დაფიქსირდა უსტ-ლუგას პორტის რაიონში... დაზიანების შედეგად, პორტში ხანძარი გაჩნდა“, - წერს ის.
საჰაერო საფრთხის გამო, 03:03 საათიდან სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტი ფრენების სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა.





