Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

"მცდელობა, რომ გადაიწეროს ისტორია, ან რაიმე გამართლება მიეცეს მათ საქციელს, რომ აწამეს ქეთევან დედოფალი, აბსოლუტურად მიუღებელია"

საზოგადოება
205
Frontnews
"მცდელობა, რომ გადაიწეროს ისტორია, ან რაიმე გამართლება მიეცეს მათ საქციელს, რომ აწამეს ქეთევან დედოფალი, აბსოლუტურად მიუღებელია"

ასეთ დიდ მოწამესთან დაკავშირებით მცდელობა იმისა, რომ გაყალბდეს როგორღაც და სხვა კონტექსტში იქნეს წარმოჩენილი, რა თქმა უნდა, უპირველესად, საპატრიარქოსთვის არის მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს ექნება ძალიან ღირსეული პოზიცია, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა.

"ისტორიული ჭეშმარიტება ვერ შეიცვლება ვერავითარ შემთხვევაში, ეს გადახედვას არ ექვემდებარება და ქეთევან დედოფალი - დიდი ქართველი წმინდანი, რა თქმა უნდა, ეწამა რწმენისა და საქართველოსთვის, რითაც დაადასტურა ღვთისმოსაობა და ერთგულება ღვთისა და სამშობლოსადმი, ამიტომ, მცდელობა, რომ გადაიწეროს ისტორია, სხვა საფუძველი მოიძებნოს ამასთან დაკავშირებით, ან რაიმე გამართლება მიეცეს მათ საქციელს, რომ აწამეს ქეთევან დედოფალი, აბსოლუტურად მიუღებელია.

ასეთ დიდ მოწამესთან დაკავშირებით მცდელობა იმისა, რომ გაყალბდეს როგორღაც და სხვა კონტექსტში იქნეს წარმოჩენილი, რა თქმა უნდა, უპირველესად, საპატრიარქოსთვის არის მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს ექნება ძალიან ღირსეული პოზიცია", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ "ფორმულასთან".

საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს - "მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები