Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მუშაობა და სწავლა სახლიდან – დანიის პრემიერ-მინისტრმა კოვიდის გავრცელების შესაჩერებლად ახალი რეგულაციები დააწესა

მსოფლიო
716
Frontnews
მუშაობა და სწავლა სახლიდან – დანიის პრემიერ-მინისტრმა კოვიდის გავრცელების შესაჩერებლად ახალი რეგულაციები დააწესა

15 დეკემბრიდან დანიაში სტუდენტები უნივერსიტეტებში აღარ ივლიან და ლექციებს სახლებიდან, ონლაინრეჟიმში დაესწრებიან. 

 

“ევრონიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღეს. დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიკეტა ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები. 

 

პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა, აკრძალა კონცერტები, სადაც 50 ადამიანზე მეტის დგომა არ შეიძლება. ასევე, მისი გადაწყვეტილებით, საკვებ დაწესებულებებში ვინც მაგიდასთან არ ზის – ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს. 

 

ახალი რეგულაციები ქვეყანაში 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები