ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნაჩო სანჩეს ამორი - სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში

ავტორი
Frontnews საქართველო
სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გასაჯაროვდეს მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ აღნიშნულ ინიციატივაზე.
“მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გვაქვს, თუმცა ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც იმუშავებს, სანქციებია, მაგრამ როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ საქართველოს რუსეთთანაა მიბმული.
რაც შეეხება დემოკრატიის მხარდაჭერას, სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში. რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე”, - განაცხადა სანჩეს ამორმა.
თაგები:
ნაჩო სანჩეს ამორი




