Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი შესაძლოა, ბორის ჯონსონი გახდეს

მსოფლიო
998
Frontnews
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი შესაძლოა, ბორის ჯონსონი გახდეს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ აპირებს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა უხელმძღვანელოს ნატოს, ჯონსონმა უპასუხა, რომ ეს შესანიშნავი იდეაა.

 

“მშვენიერი იდეაა, ძალიან წარმატებული. მინდა ვთქვა, ყველას უნდა გამოვაცხადო, რომ ასეთი გეგმა არსებობს და არავინ დაივიწყოს ასეთი კანდიდატი. ვფიქრობ, ამჯერად გამიმართლებს”, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი პოზიციიდან მხარს დაუჭერს უკრაინას.

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობის დატოვებას შემოდგომაზე აპირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები