ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

ავტორი
Frontnews საქართველო
1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა.
"დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს უდიდესი დანაკარგია როგორც კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის მებრძოლი ჭეშმარიტი მამულიშვილებისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის...“, - წერს გურამ აბსანძე სოციალურ ქსელში.
ნემო ბურჭულაძე 1946 წელს დაიბადა. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1972-1990 წლებში ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მიწათმოწყობის რესპუბლიკური ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის“ მთავარი ინჟინერი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“.
თაგები:
ნემო ბურჭულაძე




