ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნეთანიაჰუ - მკვლელი რეჟიმი არც ბირთვული იარაღის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებისას დაიხევს უკან, ეს საფრთხე სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ

ავტორი
Frontnews საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, ბირთვული პროგრამის აღდგენაზე მუშაობს.
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გადი ეიზენკოტთან. ამ საუბარმა კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა იმისა, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნა – მთავრობისა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს, და რომელიც შეძლებს, გაუმკლავდეს ჩვენ წინაშე მდგარ უზარმაზარ და რთულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას. და მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: ეს მკვლელი რეჟიმი, რომელსაც არც კი უყოყმანია საკუთარი ათასობით მოქალაქის მკვლელობისას, არც ბირთვული იარაღის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებისას დაიხევს უკან”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანს ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
"ეს ეგზისტენციალური საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ. ამას ვერ შეძლებს ვერც ვიწრო კოალიციური მთავრობა და ვერც ხელისუფლება, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერებზეა დამოკიდებული. თუმცა ეროვნული ერთიანობის მთავრობას ამ მიზნის მიღწევა შეუძლია“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ ეიზენკოტს მოუწოდა, წინაპირობების გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის საერთო შეთანხმებას მიაღწიონ.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ




