Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნეთანიაჰუ - ტრამპი ჩვენი კარგი მეგობარია, მაგრამ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი პოზიცია

მსოფლიო
155
Frontnews
ნეთანიაჰუ - ტრამპი ჩვენი კარგი მეგობარია, მაგრამ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი პოზიცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვიდრე ის ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

მისივე თქმით, მან იცის, როგორ დაუპირისპირდეს ისრაელის უახლოეს მოკავშირეებს, როდესაც ეს აუცილებელია. 

"ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს. ის თეთრ სახლში ჩვენი კარგი მეგობარია. ვაფასებ ისტორიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ირანის მცდელობების წინააღმდეგ, მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, შეთანხმებით თუ მის გარეშე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

მათგან განსხვავებით, ვინც გვარიგებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო და ჩვენ შეგვიძლია და ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი პოზიცია, თუნდაც ჩვენი საუკეთესო მეგობრების წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები