Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიდერლანდები საქართველოს ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსს ანიჭებს

საზოგადოება
1682
Frontnews
ნიდერლანდები საქართველოს ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსს ანიჭებს

საქართველოს ნიდერლანდები ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსს ანიჭებს. 

 

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება “ნარინჯისფერი კოდი” და არ მიენიჭება “წითელი სტატუსი”.

 

“ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

 

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. 

 

იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები