Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკა ჩიტაძე - სერბეთის არჩევნებს გავლენა მაინც ექნება, მოტივაცია შეიძლება იყოს საპროტესტო წრეებში

პოლიტიკა
375
Frontnews
ნიკა ჩიტაძე - სერბეთის არჩევნებს გავლენა მაინც ექნება, მოტივაცია შეიძლება იყოს საპროტესტო წრეებში

სერბეთის არჩევნებს გავლენა მაინც ექნება, მოტივაცია შეიძლება იყოს საპროტესტო წრეებში, მათ შორის სტუდენტებში, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

"რუსეთი კიდევ ერთ ქვეყანაში დამარცხდა. 2026 წელს რუსეთი დამარცხდა ვენესუელაში, სომხეთში, სირიაში, უნგრეთში და შემდეგი არის სერბეთი. ნათლად ჩანს, რომ, მიუხედავად იმისა, ვუჩიჩი შეიძლება გახლავთ აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურა სერბეთისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც, ვიქტორ ორბანი, ისინი მაინც პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ და მათ აღიარეს დამარცხება და პატივი სცეს ხალხის არჩევანს, ამიტომაც შეიცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.

შესაძლებელია, ნაწილობრივ, ეს იყოს საქართველოსთვის მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ყულფი იკვრება, თუმცა საქართველოს უნგრეთისა და სერბეთისგან განსხვავებით, მართავს ოლიგარქი, ის არ არის პოლიტიკოსი და ამას პლუს ის, რომ საქართველოში პროპაგანდამ კარგად იმუშავა, ვიდრე უნგრეთსა და სერბეთში, აქედან გამომდინარე, რთული იქნება საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ დარტყმა იქნება ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის.

საქართველოს მართავს ოლიგარქი, რომელიც არ დაუშვებს, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა სერბეთის არჩევნებს გავლენა მაინც ექნება, მოტივაცია შეიძლება იყოს საპროტესტო წრეებში, მათ შორის სტუდენტებში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩი დამარცხდა და პარტიამ „სტუდენტური სია“ გაიმარჯვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები