ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნიკა გვარამია - აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ

ავტორი
Frontnews საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიასა და მოსამართლე რევაზ ნადარაიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო.
ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა, რომ მან განჩინებით კანონი დაარღვია. მოსამართლემ კი განმარტება მოითხოვა, რომელ განჩინებას და რა დარღვევაზე საუბრობდა ნიკა გვარამია.
რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა? იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაგწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო? თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის", - განაცხადა ნადარაიამ.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი აცილების შუამდგომლობას დააყენებს.
"ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ. შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ", - მიმართა გვარამიამ ნადარაიას.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ნიკა გვარამია




